საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი -  აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მან სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყნიდან რაიმე პროდუქტის იმპორტი შეფერხდება, ხელისუფლება მზად არის, ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი პროდუქტები მაინც შეიძინოს, რა თანხაც არ უნდა დაჯდეს.

„მთავრობასთან ერთად შექმნილი გვაქვს საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც ჩართულია ყველა წამყვანი სუპერმარკეტების ქსელი. ხვალიდან ამ ჯგუფს დაემატებიან დისტრიბუტორები. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სუპერმარკეტებში დახლები იყოს სავსე. არ არსებობს აჟიოტაჟის არანაირი საფუძველი. გავაკეთე ძალიან კარგი დასკვნა და ანალიზი, რომ ის მარაგები, რომელიც მთლიანად საქართველოში გვაქვს, საკმარისია მინიმუმ 2-3 თვე. რაც შეეხება ლოგისტიკურ ხაზებს, დღესაც ბევრი კონტეინერი გზაშია და ისინი ან განბაჟების რეჟიმში არიან, ან მალე მოუახლოვდებიან ჩვენს ქვეყანას. ასე, რომ მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ წყვეტა აქაც არ არის.

თუ თეორიულად რომელიმე ქვეყნიდან მოწოდების არხები რაიმე მიზეზით გადაიკეტება, ხელისუფლება მზად არის, რომ ერთობლივი ძალისხმევით, რაც არ უნდა დაჯდეს, ის ძირითადი პროდუქტები, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის, ყოველდღიური საჭიროებისთვის არის აუცილებელი, მაინც იყოს სუპერმარკეტების დახლებზე, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები.

ჯობია, ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი, რომელიც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში 80%-ით თუ კიდევ უფრო მეტი პროცენტით სუპერმარკეტებში წარიმართა, ასე არ მოხდეს და ადამიანებმა ეს თანხები სხვა საჭიროებებისთვის დაზოგონ,“ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა