მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებულ მეორე პაციენტს, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ უფიქსირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტის პირველადი ტესტი უარყოფითია. ეზუგბაიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 24 საათში გაკეთებული მეორე ანალიზიც ნეგატიურ შედეგს უჩვენებს, ეს პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

„ამ დროისთვის ჩვენს ცენტრში 46 პაციენტი გადის მკურნალობას. გუშინ აღებულ იქნა ტესტირება 21 პაციენტზე. აქედან უკვე ცნობილია 15 პაციენტის პასუხი, რომ არის უარყოფითი. დანარჩენი 6 პაციენტის ანალიზის აღება მოხდა გვიან და დღეს დღის განმავლობაში იქნება, ამ პაციენტებს შორისაა ჩვენი პირველი პაციენტის ტესტირების პასუხი.

შემიძლია ახალი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მეორე პაციენტთან, რომელსაც აქვს ირანის მოგზაურობის ისტორია, მეთხუთმეტე დღეზე, გუშინ ჩატარდა ტესტირება და პირველადად უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. პირველადი ურყოფითი პასუხი ძალიან კარგია, თუმცა 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ გამოჯანმრთელდა. ამ ორ პაციენტთან დაკავშირებით გვაქვს მდგომარეობა, რომ განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: რა მდგომარეობაშია პაციენტი, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავამდყოფოდან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა