ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გუშინ შეყვანილი პაციენტებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმე და საყურადღებოა.

ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტს ყველა საჭირო კვლევა უტარდება და მისი მდგომარეობა კლინიკური მონაცემების შეჯერების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ჩვენთან ცენტრში არის 27 პაციენტი, ხუთი ახალი პაციენტი შემოვიდა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე უცვლელია. ხუთი შემოსული პაციენტიდან ერთ-ერთი არის საყურადღებო. გუშინ პირველი დღე იყო, შეფასდა მისი კლინიკური მდგომარეობა ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად, ამ შეფასებით, ერთ-ერთის მდგომარეობა უფრო, შედარებით მძიმეა. სადაც შესაძლებელია დადგეს დაავადების პროგრესირება, ჯერ ამაზე ვერაფერს ვიტყვით. დღეს მეორე დღეა, ჩატარდება კიდევ მასთან კვლევები. დინამიკაში მოხდება მისი სუბიექტური, ობიექტური და კლინიკური მონაცემების შეჯერება და შეფასება. ამ მონაცემების გათვალისწინებით, უკვე დინამიკაში შეგვიძლია ვთქვათ, დასტაბილურდა, პროგრესირებს თუ ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღე გვჭირდება, რომ ვთქვათ, სტაბილურია სიტუაცია თუ პროგრესირებს. ვნახოთ, ახალ პაციენტებთან მიმართებით კიდევ ორი დღე გვინდა, რომ გითხრათ, რა სიტუაცია იქნება მომავალში“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა