მარინა ეზუგბაია - ორ პაციენტთან დაკავშირებით განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტთან დაკავშირებით განმეორებითი ტესტის შემთხვევაში შეიძლება თქმა, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ.

ეზუგბაიას განცხადებით, მეორე პაციენტს, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს გუშინ ტესტი ჩაუტარდა და პირველადი ტესტირებით კორონავირუსზე პასუხი ნეგატიურია.

„შემიძლია ახალი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მეორე პაციენტთან, რომელსაც აქვს ირანის მოგზაურობის ისტორია, მეთხუთმეტე დღეზე, გუშინ ჩატარდა ტესტირება და პირველადად უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. პირველადი ურყოფითი პასუხი ძალიან კარგია, თუმცა 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ გამოჯანმრთელდა. ამ ორ პაციენტთან დაკავშირებით გვაქვს მდგომარეობა, რომ განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ს შეადგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს