შსს-ს დანაყოფებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-სა და სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შსს-დან აცნობეს, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასუფთავდა "112"-ის სრული შიდა და გარე პერიმეტრი, ოპერატორთა ცენტრალური დარბაზი, შეხვედრების და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები.

სპეციალური ხსნარებით დამუშავდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამუშაო სივრცე, შიდა ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში, ასევე საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის სამუშაო სივრცეებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფებსა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა