სერგო რატიანი - მივმართავ ხელისუფლებას, შეიმუშაონ რეგულაციები იმ სეგმენტისთვის, ვისთვისაც აუცილებელია საკვები პროდუქტებით მცირეწლოვანი შვილების უზრუნველყოფა

მივმართავ ხელისუფლებას, შეიმუშაონ რეგულაციები იმ სეგმენტისთვის, ვისთვისაც აუცილებელია საკვები პროდუქტებით მცირეწლოვანი შვილების უზრუნველყოფა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, მათ არაერთმა ოჯახმა მიმართა, რითაც ცნობილი გახდა საბავშვო ბაგა-ბაღებში შექმნილი სიტუაციის შესახებ, კერძოდ, საჯარო ბაღებს მიეწოდათ განკუთვნილი კვების რაციონისთვის საჭირო ოდენობის პროდუქტი. პროცესის შეწყვეტის გამო, მიწოდებული პროდუქცია რჩება ადგილზე და არსებული რეგულაციების მიხედვით ექვემდებარება ჩამოწერასა და განადგურებას.

„მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი მონაცემებით საბავშვო ბაგა-ბაღებში სოციალურად დაუცველი ბავშვების ჩართულობის მაჩვენებელი 39,7% შეადგენს. აღნიშნული ოჯახები, გარდა იმ პრობლემებისა, რაც ფინანსური თვალსაზრისით ისედაც გააჩნიათ, მოუმზადებელი არიან ამ მიმართულებითაც, რაც აღნიშნული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მათთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, თითოეული ბავშვისთვის გათვალისწინებული ულუფა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივმართავ ხელისუფლებას შეიმუშაონ რეგულაციები იმ სეგმენტისთვის, ვისთვისაც აუცილებელია საკვები პროდუქტებით მცირეწლოვანი შვილების უზრუნველყოფა. ვფიქრობ, ამ სეგმენტისთვის შესაძლებელია მოხდეს ულუფათა დაფასოება და საბავშვო დაწესებულებიდან აღნიშნული ულუფების გაცემა ან სასწრაფოდ გადაეცეთ აღნიშნული პროდუქცია სოციალურ სააგენტოებს, რათა მოხდეს განკუთვნილ მისამართებზე მიწოდება.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს რესურსი, იგულისხმება ის პროდუქტები, რომელიც განკუთვნილია საბავშვო დაწესებულებების კვებისთვის და ამისათვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს სოლიდური თანხა, ამასთანავე არსებობს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები მიწოდების გამართული სისტემებით, სიტუაციის დარეგულირებამდე, გამოყენებული იყოს ამ მიმართულებით.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის აღნიშნული პრობლემის მოგვარება გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს“, - აცხადებს სერგო რატიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო