კახა კალაძე - თუ დადგება საჭიროება, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული

თუ დადგება იმის საჭიროება, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კორონავირუსის პრევენციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე გატარებულია ის ღონისძიებები, რა ღონისძიებებიც საგანგებო მდგომარეობაში მყოფმა ქვეყნებმა მიიღეს.

„იცით, რომ შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და გატარებული იქნა კონკრეტული ღონისძიებები. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, სადაც შემოღებული იქნა საგანგებო მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ გატარებულია ის ღონისძიებები, რა გადაწყვეტილებებიც ჩვენ დღემდე მივიღეთ. თუ დადგება იმის საჭიროება, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. ამაში ჩართულია სხვადასხვა უწყებები, დარგის სპეციალისტები და ჩვენ ვითვალისწინებთ იმ საერთაშორისო რჩევებს, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო: თუ დადგება საჭიროება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა