რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - გვყავს წლინახევრის ბავშვი, რომელსაც ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა ამჟამად სიცხე არ აღენიშნება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, საკარანტინო ზონაში მყოფ 38 მოქალაქესთან ერთად წლინახევრის ბავშვიც იმყოფება.

მისივე თქმით, ბავშვის ოჯახმა საზღვარი წითელ ხიდთან გუშინ გადმოკვეთა და მას 37.5 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

„გვყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი, წლინახევრის. ეს არის აზერბაიჯანელების ოჯახი, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან. მათ საზღვარი წითელ ხიდთან გუშინ გადმოკვეთეს და მთელი ოჯახი, რადგანაც ბაბუას და შვილიშვილს ცხელება აღენიშნებოდათ, მოიყვანეს ჩვენთან.

ბავშვსაც ჰქონდა ტემპერატურა 37.5. ამჟამად არც ერთს ტემპერატურა არ აღენიშნება და იგეგმება მათი კარანტინში დატოვებაც“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, საავადმყოფოში დამატებითი საკარანტინო ადგილების გამოყოფა არ იგეგმება.

,,დამატებითი ადგილების საკარანტინოდ გამოყოფა არ იგეგმება თუ იქნება ასეთი დირექტივა, რომ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ დაიწყოს ფუნქციონირება, როგორც საავადმყოფომმ და მიიღოს პაციენტები, ასეთ შემთხვევაში საკარანტინო ზონა მოიხსნება და როგორც კლინიკა ვიმუშავებთ ამ რეჟიმში", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს