პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილ სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფს მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრის დავალებით, შექმნილია ქვეყანაში სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

უწყების ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ესწრებოდნენ მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

შეხვედრას ესწრებოდა ბიზნესომბუდსმენი, სამინისტროში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, მსხვილი სასურსათო ქსელების წარმომადგენლები, იმპორტიორები და დისტრიბუტორი კომპანიის წევრები.

შეხვედრის შემდეგ მინისტრი „აგროჰაბში“ ვითარების გასაცნობად იმყოფებოდა, სადაც სუპერმარკეტის ქსელის ხელმძღვანელისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა, პირველადი მოხმარების სურსათის მარაგების მხრივ ქსელში პრობლემები არა აქვთ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს