მეუფე გრიგოლი - ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ფორსმაჟორში ადამიანმა, ინსტიტუციამ, ხელისუფლების წარმომადგენელმა, მაგრამ არის საშუალება, რომ მღვდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშაოთ

საპატრიარქოს განცხადება როცა კეთდება, იმის მიუხედავად, ვინ აკეთებს ამ განცხადებას, ვინ ამზადებს ტექსტს, რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობა კათოლიკოს პატრიარქზეა, - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას.

,,არ ვიცი, საპატრიარქო რომ აკეთებს განცხადებას, ვინ დგას კონკრეტული ადამიანები ამის ირგვლივ, ვერ გეტყვით ამას. საპატრიარქოს განცხადება, როცა კეთდება, იმის მიუხედავად, ვინ აკეთებს ამ განცხადებას, ვინ ამზადებს ტექსტს, რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობა კათოლიკოს პატრიარქზეა“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის თქმით, მღვდელმთავრები უნდა შეიკრიბონ და ერთიანი პოზიცია შემუშავდეს.

,,მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება ფორსმაჟორში მიიღოს ადამიანმა, ინსტიტუციამ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში (აი, როცა ფორსმაჟორი ფილმებში გვინახავს, ქვეყანა ინგრევა და კაციშვილი არ არის იმის უნარის მქონე, რომ შეიკრიბოს თუნდაც ის საბჭო და იმსჯელოს, ესეთი მოვლენა აქ არ არის) არის იმის საშუალება, რომ მღვდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშაოთ, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ უნდა ავიღოთ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ჩვენს მრევლზე, იმაზე, თუ ეკლესიაში რა მოხდება ისე, რომ ნერონის პერიოდის მსგავსად არ აღმოჩნდეს ეკლესია გამოყენებული, რომ აი, ეკლესიაა დამნაშავე, რომ ვირუსი აქტიურად ვრცელდება, ამას სჭირდება არა ერთჯერადი ჭიქებით დაპირისპირება, არამედ ერთობლივი მსჯელობით და გადაწყვეტილებით“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ ისინი ადგილობრივად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

,,ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმდაგვარად რაც ჩვენი მრევლისთვის სასარგებლო იქნება, რაც არ დააზიანებს მათ სარწმუნოებას და არანაირად დაამახინჯებს ეკლესიას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ადგილობრივად, ვიდრე ჩვენ მღვდელმთავრები შევიკრიბებით და ვიდრე დასკვნებს ჩამოვაყალიბებთ, რასთან გვაქვს საქმე და როგორ იმოქმედებს ეკლესია. ეკლესიის წინაშე განსაცდელი მრავალჯერ ყოფილა და ნაუცფათევად, ემოციური გადაწყვეტილებისგან თავის შეკავება საჭირო იყო, მაგრამ გონივრული რეაქცია ყოველთვის საჭიროა მიმდინარე მოვლენებზე“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

დღეს მორწმუნეებმა ფოთის საკათედრო ტაძარში, ზიარება ერთი კოვზით მიიღეს. მრევლმა ე.წ სიტკბოება კი ერთჯერადი ჭიქების გამოყენებით მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო