ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები კორონავირუსის საკითხზე ორშაბათს ონლაინშეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ორშაბათს ონლაინშეხვედრას გამართავენ და კორონავირუსით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს განიხილავენ, ასევე იმ სამომავლო ზომებზე იმსჯელებენ, რაც მათი ქვეყნების ეკონომიკას გამოაცოცხლებს.

როგორც ევროჯგუფის ფინანსთა მინისტრების ხელმძღვანელმა მარიო სენტენომ განაცხადა, გადაუდებელი და კოორდინირებული ძალისხმევა უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია. ევროჯგუფის შეხვედრა ორშაბათს ბრიუსელში იყო დაგეგმილი, თუმცა სენტენოს ინფორმაციით, შეხვედრა ვიდეოზარის ფორმით ჩატარდება, რადგან კორონავირუსის გამო შეკრებებზე შეზღუდვებია დაწესებული.

„ევროჯგუფის შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ჩვენ ერთად დავდგებით, რომ გადავლახოთ შიში და გამოვაცოცხლოთ ეკონომიკა“, - აღნიშნა ევროჯგუფის თავმჯდომარემ, მარიო სენტენომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა