ლევან დავითაშვილი სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ჰიპერმარკეტში „აგროჰაბი“ იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ჰიპერმარკეტში „აგროჰაბი“ იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მრუნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ინფორმაცია ქსელის ხელმძღვანელისგან, აკაკი ახვლედიანისგან მიიღო.

აკაკი ახვლედიანის განცხადებით, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, პირველადი მოხმარების სურსათის მარაგების პრობლემა ქსელში არ აქვთ.

„გუშინ პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მომხმარებელთა ნაკადი საგრძნობლად შემცირდა. მინდა მოსახლეობას ვუთხრა - მარაგები გვაქვს, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი პროდუქციის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულების ფერმები. სურსათის დეფიციტის საშიშროება მოსახლეობას ნამდვილად არ ემუქრება“, - განაცხადა „აგროჰაბის“ დამფუძნებელმა აკაკი ახვლედიანმა.

დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის საკითხები განიხილა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა