ნორვეგია ყველა უცხოელს ქვეყანას დაატოვებინებს, ვისაც ცხოვრების უფლება არ აქვს

ნორვეგიის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანა დაატოვებინოს ყველა უცხოელს, ვისაც სამეფოში ცხოვრების უფლება არ გააჩნია.

მთავრობის ვებგვერდზე ასახულია ყველა დამატებითი ზომა, რომლის შესახებ კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება.

ამასთან, ცნობილია, რომ ნორვეგია ორშაბათიდან ნაწილობრივ კეტავს პორტებსა და აეროპორტებს უცხოეთის თვითმფრინავებისთვის, ხოლო სხვა ქვეყნიდან ჩასული ადამიანებისთვის 14 დღიან კარანტინს აწესებს.

ნორვეგიის მოქალაქეებს, რომლებიც სამეფოს გარეთ იმყოფებიან, მიეცათ რეკომენდაცია ქვეყანაში დაბრუნდნენ.

ნორვეგიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 1000 აჭარბებს. გარდაიცვალა 3 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა