საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში უკვე აისახა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში უკვე აისახა, სადაც საქართველოს ცხრილში მითითებულია, რომ ქვეყანაში 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამავე ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 29 ადამიანს აქვს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტთან დაკავშირებით დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, განმეორებითი ტესტის შემთხვევაში შეიძლება თქმა, რომ ეს ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ეზუგბაიას განცხადებით, მეორე პაციენტს, რომელსაც პირველის მსგავსად ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ტესტი გუშინ ჩაუტარდა და პირველადი ტესტირებით კორონავირუსზე მისი პასუხი ნეგატიურია.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ცნობილი 26 თებერვალს გახდა. შუახნის მამაკაცი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ამ დროის მონაცემებით, სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge კვლავ მითითებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში - 439 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში აისახა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს