საბერძნეთის ხელისუფლებამ ეკლესიას მსახურებების შეზღუდვა სთხოვა

საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს საეკლესიო მსახურებების შეზღუდვა სთხოვა. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

„საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს იერონიმეს დაუკავშირდა და სთხოვა, რომ ტაძრები ღია იყოს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებს კერძოდ შეეძლოთ იქ თაყვანისცემისთვის შესვლა და შესრულდეს მხოლოდ აუცილებელი საეკლესიო საიდუმლოებები, რომელსაც ადამიანთა მინიმალური რაოდენობა დაესწრება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საკითხს ორშაბათს, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მუდმივი სინოდის სხდომაზე განიხილავენ.

მანამდე ცნობილი გახდა ელადის ეკლესიის სინოდის განცხადება, რომ საღმრთო ევქარისტია და ზიარება ერთი ბარძიმიდან ვერ გახდება კორონავირუსის გადადების მიზეზი. ამან საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. 11 მარტიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მკაცრი საპროფილაქტიკო ზომების შესახებ გამოაცხადა და მოითხოვა, შეიზღუდოს რელიგიური შეკრებები და აღნიშნა, რომ საეკლესიო ხელმძღვანელობის მხარდაჭერის მოლოდინშია. ამის შემდეგ მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ განაცხადა, რომ საბერძნეთის ეკლესია მეცნიერებას არ ეწინააღმდეგება, პასუხისმგებლობით ეკიდება კორონავირუსის საპროფილაქტიკო ზომებს და სრულად ასრულებს სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებებს, მაგრამ საბერძნეთის ტაძრებში მსახურება არ შეწყდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა