აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა

აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი იუწყება.

„აზერბაიჯანში კიდევ ოთხ ადამიანს აღმოაჩნდა ვირუსი. ამ დროისთვის ისინი სპეციალური რეჟიმის მქონე საავადმყოფოში მოათავსეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც ნორმალური, ტარდება შესაბამისი მკურნალობა“ ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი გამოუვლინდა 23 ადამიანს, რომელთაგან 6 გამოჯანმრთელდა. დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი ფაქტი. დაინფიცირებულთა შორის რუსეთის მოქალაქეც არის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა