თბილისში ჩოხელის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, გოდერძი ჩოხელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 317 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო. აგრეთვე, მოეწყო ბორდიური და 1 690 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

მათივე ინფორმაციით, დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„ჩოხელის ქუჩაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, რადგან ასფალტის საფარი ამ დრომდე არ ყოფილა. მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და ისინი ახლა უკვე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 145 419 ლარით დაფინანსდა. საგზაო სამუშაოები კომპანიამ „ლ ენდ ლ" განახორციელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა