თენგიზ ცერცვაძე - ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, რადგან არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც პაციენტი დაინფიცირდება ისე, რომ არ იცის, ვისგან დაინფიცირდა

ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, როდესაც არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის თუ ვისგან დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში 33 ინფიცირებული პაციენტია, მათ შორის სამი ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა.

„33 ინფიცირებულია. გუშინ იყო 30 და დაემატა - 3. ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედის მომცემ სიტუაციას, როდესაც არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის თუ ვისგან დაინფიცირდა. მაგალითად, შეიძლება იყოს, რომ პიროვნება გავიდეს მაღაზიაში, ან რაღაც საქმეზე, ქუჩაში და შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და გარკვეულ სპეციალურ ტაქტიკას მოითხოვს ღონისძიებების. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ეს არ არის. ამ სამივე ადამიანმა იცის თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

მე არ ვიცი ზუსტად ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ თუ კარანტინში, მაგრამ რომელიღაც ფორმა გამოყენებული ჰქონდათ. არაფერი კავშირი ამ პაციენტებს არ აქვთ იმ ჯგუფებთან რომლებზეც აქამდე იყო საუბარი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა