თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ლაბორატორიაში 9 პაციენტის ანალიზებია გადაგზავნილი, რომელთა პასუხსაც გვიან ღამით მიიღებენ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსზე ტესტი 9 პაციენტს აქვს აღებული, რომელთა პასუხებსაც მედიკოსები გვიან ღამით მიიღებენ. ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმ 6 სინჯზე, რომელთა პასუხებსაც ელოდებოდნენ 3-ზე უარყოფითი, სამზე კი დადებითი შედეგი დაფიქსირდა.

„იმ 6 სინჯიდან, რომლის პასუხებსაც ინფექციური სავადმყოფო ელოდებოდა, სამი დადებითი, სამი კი უარყოფითი შედეგით დაფიქსირდა. კიდევ აღებულია 9 პაციენტის სინჯი, რომლის პასუხები იქნება გვიან ღამე. ამ სამი ახალი პაციენტიდან ერთი განთავსებულია ჩვენთან, ორი სხვა მიმღებებში. თქვენ იცით, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გასაჯაროვდა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომ ინფიცირებული პაციენტების მისაღებად ჰოსპიტალური სექტორის მზაობის ასამაღლებლად დასახელდა ის ჰოსპიტლები, რომლებიც 100%-იან მზადყოფნაში უნდა იყვნენ და არიან კიდეც ამ პაციენტების მისაღებად. ეს კლინიკები, რომლებიც დასახელდა დაცლილია უკვე სხვა პაციენტებისაგან. ესენია: რესპუბლიკური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, გორის ჰოსპიტალი, ჩვენი ინფექციური, ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 საწოლი. დანარჩენი 4 საავადმყოფო მთლიანად დაცარიელდება. ასევე არის ბათუმის და ქუთაისი ინფექციური საავადმყოფოები. ამ კლინიკებში სულ 420 ადგილია რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად თუ ასეთი გაჩნდება. ჯერჯერობით არის მხოლოდ 33 პაციენტი. 400-ზე მეტი საწოლი ეს საკმარისზე მეტია, მაგრამ პასუხია იმ კითხვებზე, რამდენად მზადყოფნაშია ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი.

საპასუხო ღონისძიებები, აეროპორტში ან საზღვარზე ან კიდევ კარანტინის და თვითიზოლაციის ადგილებზე როგორ ტარდებოდა კარგად იცით. ერთადერთი კითხვა იყო ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნის შესახებ. ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა გადაწყვეტილია ყველაზე მაღალ დონეზე. ყველაზე უკეთესი ჰოსპიტლები, როგორც ინფრასტრუქტურით, შტატით, გამოცდილებით, ყველა მათგანი დატრენინგებულია, ეკიპირებულია, მედიკამენტებით მომარაგებულია და მზად ვართ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, შექმნილია კლინიკური მართვის ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელობა მას დაევალა.

„ეს კლინიკური მართვის ჯგუფი უზრუნველყოფს ყველა პაციენტის, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული, მათი ერთიანი სქემით მართვას. ანუ ერთიანი სქემით ჩაუტარდებათ დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც შეთანხმებული გაიდლაინით.

სამივე პირს, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ და ეს დაავადება დამოუკიდებლად შეიძინეს, მათი კონტაქტები ახლა დგინდება.

„ერთის მდგომარეობა არის სერიოზული, ორის დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს