თენგიზ ცერცვაძე - პირს, რომელიც პირველ პაციენტთან ერთად ირანში დაინფიცირდა, კიდევ ერთი ტესტი გაუკეთდება და თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, გაწერაში მესამე პაციენტი გაასწრებს პირველს

რიგით მესამე პაციენტის პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია, ხვალაც თუ უარყოფითი იქნება, მაშინ ისე გამოვა, რომ გაწერაში მესამე გაასწრებს პირველს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პირველ პაციენტს ჯერ კიდევ უფიქსირდება ვირუსის მცირე ნიშნები რის გამოც, მისი გაწერა რამდენიმე დღით გადაიდო.

„პირველ დადასტურებულ შემთხვევაზე, გუშინ ერთი ანალიზი ავიღეთ, რომელიც უარყოფითი იყო. დღეს განმეორებით ანალიზში გამოვიდა მაინც სუსტი დადებითი, ანუ ინფექციის ნიშნები ჯერ კიდევ არის, რის გამოც ამ პაციენტის გაწერა რამდენიმე დღით გადაიდო. მაგრამ გვაქვს სხვა სასიხარულო ინფორმაცია, რომ რიგით მესამე პაციენტი, რომელიც პირველ პაციენტთან ერთად ირანში დაინფიცირდა, მას პირველი ტესტი უარყოფითი აქვს. ხვალ კიდევ ერთი ტესტი გაუკეთდება და თუ ისიც უარყოფითი იქნება, მაშინ ისე გამოვა რომ გაწერაში მესამე გაასწრებს პირველს“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 33-ია, კარანტინის რეჟიმში 427 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 73.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო