ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმჯობესდება და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი აღარ არის

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 44 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ახალი კორონავირუსის გამო მძიმე იყო, გაუმჯობესებისკენ მიდის.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მისი მდგომარეობა საფრთხის შემცველი სიცოცხლისთვის აღარ არის.

„ის პაციენტი, რომელზეც ეგ ინფორმაცია არის, 44 წლის მამაკაცი, მისი მდგომარეობა უკვე უმჯობესდება და აღარ არის საფრთხის შემცველი სიცოცხლისთვის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ მონაცემებს, რომ საქართველოში ერთი პირი კორონავირუსისგან განიკურნა, ცერცვაძე ამბობს, რომ „ორგანიზაციამ იჩქარა ამ მონაცემის გამოქვეყნება“, თუმცა, დასძინა, რომ „ამით არაფერი შეცვლილა და არაფერი დაშავდება“.

„დღეს თუ არა ხვალ იქნება უარყოფითი პასუხი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 33-ია, კარანტინის რეჟიმში 427 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 73.

იხილეთ ვიდეო: ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმჯობესდება

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა