საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს  რეკომენდაციებით მიმართავენ

COVID 19-ის გლობალურ ეპიდემიისა და მისი საქართველოში გავრცელების გამო საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები- საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, ურბანული ლაბორატორია, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია და ჰაბ ჯორჯია მოქალაქეებს მოუწოდებენ მაქსიმალურად შეზღუდონ ქუჩაში გადაადგილება, რათა თავიდან აირიდონ სხვა პირებთან მჭიდრო კონტაქტი, რაც შესაძლოა ვირუსის გავრცელების წინაპირობას ქმნიდეს.

როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებობს მგზავრების მჭიდრო კონტაქტის რისკი, დისტანციის დაუცველობა და დაინფიცირების აქტიური შესაძლებლობა, აქედან გამომდინარე მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ტაქსით თუ კერძო ავტომობილით სარგებლობისას გათვალისწინებული იქნას შემდეგი წესების დაცვა:

1. ავტობუსში, მეტროში, მიკროავტობუსში დროებით შეიზღუდოს ჭარბი მგზავრთა ნაკადის გადაადგილება, მათ შორის მოხდეს მძღოლის და მგზავრების შეძლებისდაგვარად იზოლირება.

2. მგზავრთა აუდიო გაფრთხილება ტრანსპორტში ქცევის წესების შესახებ.

3. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ ტაქსებში მგზავრთა გადაყვანა განხორციელდეს მხოლოდ უკანა კარიდან.

4. დროებით შეწყდეს ავტობუსებში მგზავრთა გაბილეთიანების მონიტორინგის სამსახურის მუშაობა.

5. მიუხედავად მგზავრთა ნაკადის კლებისა, არ შემცირდეს მეტროში მოძრავი შემადგენლობების რაოდენობდა და არ გაიზარდოს მოძრაობის ინტერვალი (ლოდინის დრო), რათა ვაგონებში დავიცვათ სიხალვათე.

6. მოხდეს ტაქსების შიდა სალონის (სახელურები, საჭე, სავარძლების ) დეზინფექცია.

7. საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ტაქსის მძღოლებმა და მგზავრებმა გამოიყენონ პირბადე.

8. პირბადითა და სადეზინფექციო სითხეებით მძღოლების უზრუნველყოფა სასურველია მოახდინოს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა და სატრანსპორტო კომპანიებმა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა