ისრაელის პრეზიდენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ოპოზიციის ლიდერს სთხოვს

ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი დღეს ოპოზიციის ლიდერს, ბენი განცს, ახალი მთავრობის ფორმირებას დაავალებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ხვალ, შუადღისას, პრეზიდენტი პარტია „ლურჯი და თეთრის“ ლიდერს ბენი განცს მთავრობის ფორმირების დავალებას მისცემს,“- ნათქვამია ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუვენ რივლინმა ქვეყნის პარლამენტში, ქნესეთში, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გამართა და უმრავლესობამ ბენი განცის მიერ მთავრობის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი.

„კონსულტაციების შემდეგ ქნესეთის 61 წევრმა ბენი განცს გაუწია რეკომენდაცია, 58-მა - პარტია „ლუიკუდის“ ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ერთმა დეპუტატმა კი არცერთს დაუჭირა მხარი,“- აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 70 წლის ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი სამშაბათს უნდა გამართულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საზოგადოებრივ შეკრებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო გადაიდო. ისრაელის მოქმედ პრემიერს ბრალი ქრთამის აღებაში, თაღლითობასა და ნდობის დარღვევაში ედება.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში საპარლამენტი არჩევნები 2 მარტს გაიმართა. ეს ქვეყანაში ერთ წელიწ

იხილეთ ვიდეო: ისრაელის პრეზიდენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ოპოზიციის ლიდერს სთხოვს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს