მუნიციპალური სასადილოთი მოსარგებლე პირებს უფასო სასადილოებში ადგილზე კვება დროებით შეეზღუდათ

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში, მუნიციპალური სასადილოთი მოსარგებლე პირებს უფასო სასადილოებში ადგილზე კვება დროებით შეეზღუდათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიაში განუცხადეს, მოქალაქეები კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, მათთვის განკუთვნილი საკვების, მხოლოდ გატანის სერვისით ისარგებლებენ.

მათივე თქმით, მუნიციპალური სასადილოთი მოსარგებლე ადამიანებს, საკვების გატანა დღეში ერთხელ 2 საათამდე შეუძლიათ. რაც შეეხება ულუფას, ულუფის მოცულობა არ იცვლება და მოქალაქეები იმ ოდენობას, რაც მათთვის სასადილოში, ადგილზე კვებისთვისაც იყო განსაზღვრული, სახლში წაიღებენ.

რაც შეეხება, თავად შენობებს, ის მერიის ინფორმაციით, სისტემატიურად მუშავდება სპეციალური ხსნარებით და დაცულია ჰიგიენის ნორმები.

ცნობისთვის, თბილისის მასშტაბით 62 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, ჯამში კი სასადილოებს 41 213 ბენეფიციარი ჰყავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა