ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც ონლაინ სწავლების პლატფორმა უკვე სრულად აამოქმედა, BTU გახდა

სამი საბაკალავრო და ერთი სამაგისტრო პროგრამა ონლაინ რეჟიმში უკვე ამოქმედდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ონლაინ სწავლების პლატფორმა 100%-ით აამუშავა. როგორც BTU-ში განმარტავენ, უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ბაზა მძლავრია და უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით არის აღჭურვილი. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მაქსიმალური ჩართულობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა რთული არ აღმოჩნდა. დისტანციური ლექციები და სემინარები ვებინარის ფორმატში, სალექციო ვიდეო ჩანაწერები, სრულად გაციფრულებული სასწავლო მასალა, დისტანციურად შერულებადი სასემინარო აქტივობები - BTU-ში სწავლა სრული სვლით მიმდინარეობს.

დისტანციურად სწავლების დაწყებამდე, უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმა დემო რეჟიმში მუშაობდა. ჩატარდა სტუდენტების და ლექტორების ტრენინგები, გადამზადდა ადმინისტრაციული პერსონალი. „დღეიდან, ჩვენი სტუდენტები სრული დატვირთვით აგრძელებენ სწავლას. არც ერთი კურსის და არც ერთი საგნის სტუდენტს სწავლის პროცესში პრობლემა რა შეექმნება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ონლაინ სწავლების პლატფორმის დაუყოვნებლივ ამოქმედებით ჩვენ არა მხოლოდ კორონა ვირუსის გავრცელების რისკებისგან ვიზღვევთ თავს, არამედ უზრუნველვყოფთ იმასაც, რომ სასწავლო პროცესი ზაფხულის ცხელ თვეებში არ გაგრძელდეს. ეს უკანასკნელი სტუდენტებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რისი თავიდან არიდებაც ჩვენ შევძელით,“ - აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ამ დროისთვის არ იციან, თუ რა პერიოდით გაგრძელდება ონლაინ სწავლება, თუმცა უნივერსიტეტი მზადაა აღნიშნულ ფორმატში მთელი სემესტრის განმავლობაში იმუშაოას. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული.

ამ დროისთვის ონლაინ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელს აქვს მიღებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა