კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს მომსახურების გაწევამდე საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს

კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს მომსახურების გაწევამდე საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა, ის კლინიკა „მედიში“ გეგმურ კონსულტაციაზე დღეს დილით იყო ჩაწერილი, თუმცა, მომსახურება ვერ მიიღო, რადგან საერთაშორისო პასპორტის წარდგენა სთხოვეს და მას ეს პასპორტი თან არ ჰქონდა.

მისივე თქმით, პრობლემა შეექმნა მასთან ერთად კლინიკაში მისულ სხვა პირებსაც, რომლებსაც დღეს, მათ შორის, ოპერაციაც ჰქონდათ დანიშნული.

მოქალაქის თქმით, მას პასპორტის ასაღებად სახლში მისვლა მოუწია, რადგან წინასწარ ამ დირექტივის შესახებ არავის გაუფრთხილებია.

"ჩემ გარდა კლინიკის მისაღებში რამდენიმე პირი იყო. ორ მათგანს ოპერაციაც ჰქონდათ დანიშნული. არავინ ვიცოდით წინასწარ პასპორტის წარდგენა თუ იყო საჭირო. ალბათ, უნდა შეამოწმონ, გვაქვს თუ არა მოგზაურობის ისტორია უცხოეთის ქვეყნებში. მე სახლში წამოსვლა დამჭირდა პასპორტის წასაღებად. ამის გამო კონსულტაციის დრო გადამიწიეს," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მოქალაქემ.

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, სამინისტროს კლინიკებისთვის არანაირი მითითება არ მიუცია, რომ მომსახურების გაწევამდე პაციენტებისთვის პასპორტის წარდგენა მოეთხოვათ.

იხილეთ ვიდეო: კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს მომსახურების გაწევამდე საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა