პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიგი უგულავას შუამდგომლობა შეწყალებაზე  ჩაბარდათ და როდის განიხილავს ამას „პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უცნობია, თუ როდის განიხილავს პრეზიდენტი „ევროპული საქართველოს“ მსაჯვრდებული წევრის გიგი უგულავას შუამდგომლობას შეწყალებასთან დაკავშირებით. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანგი ხუციშვილმა განაცხადა, გიგი უგულავას შუამდგომლობა მათ ოფიციალურად ჩაბარდათ, თუმცა, აღნიშნულმა ჯერ სხვადასხხვა ეტაპები უნდა გაიაროს.

„ოფიციალურად ჩაგვბარდა, უნდა გადამოწმდეს და ამის შემდეგ წარედგინება პრეზდენტს. თუ როდის განიხილავს, ამას პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გათავისუფლების შუამდგომლობით 13 მარტს მიმართა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიგი უგულავას შუამდგომლობა შეწყალებაზე ჩაბარდათ და როდის განიხილავს ამას "პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა