სოსო რამიშვილი - საგამოძიებო სამსახური შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სოსო რამიშვილის განცხადებით, უწყება ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამსახურის ადმინისტრაციულ შენობასა და რეგიონულ ოფისებში, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, მუდმივად ხორციელდება თანამშრომელთა ინფორმირება ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების შესახებ და მაქსიმალურად უზრუნველყოფილია მათი დაცვა.

„რისკ-ჯგუფში შემავალ პირებთან შესაძლო კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, დროებით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი (კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთაც შეუძლიათ სამსახურებრივი საქმიანობის დისტანციურ რეჟიმში განხორციელება სახლიდან გაუსვლელად).

პრევენციული ზომების განსახორციელებლად, საგამოძიებო სამსახური დროებით გადავიდა კორესპონდენციის წარმოების დისტანციურ მეთოდზე. მიმდინარე წლის 1 აპრილამდე საგამოძიებო სამსახურში, განცხადებებისა და სხვა სახის კორესპონდენციის მიღება განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (ელ. ფოსტა is@.mof.ge).

არასწორი ინტერპრეტაციის, ან გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, თანამშრომლებს დამატებით განემარტათ, რომ დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას, ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას და რომ მათ უნარჩუნდებათ შრომის ანაზღაურება.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება არ შეაფერხებს სამუშაო პროცესს. საგამოძიებო სამსახური კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა