„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, სავალდებული საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს

კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად.

„დასაქმებულებს 108.2 მლნ ლარი დარჩებათ, რასაც ისინი თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ; მეწარმეებსა და დამსაქმებლებს დარჩებათ 83.1 მლნ ლარი, რაც შეასუსტებს სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას; სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად”, - აცხადებენ პარტიაში.

იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველო" მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა