„ჯიპისი“ - სამკურნალო პრეპარატების, ბავშვთა კვების და მოვლის პროდუქტების კუთხით პრობლემა არ დგას

ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისი” აცხადებს, რომ მათ აფთიაქებში სამკურნალო პრეპარატების, ასევე ბავშვთა კვებისა და მოვლის პროდუქტების კუთხით ნაშთების პრობლემა არ დგას.

როგორც განცხადებაში წერია, ამ ეტაპზე დეფიციტურ პროდუქტებად რჩება მხოლოდ პირბადე და ხელის ანტიბაქტერიული გელი, რაც მხოლოდ საქართველოს არ ეხება და ყველგან დეფიციტია.

„დაზუსტებით ვაცხადებთ, რომ დღეისთვის სამკურნალო პრეპარატების, ასევე ბავშვთა კვების და მოვლის პროდუქტების კუთხით „ჯიპისი“-ში ნაშთების პრობლემა არ დგას და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ყოველდღურად მარაგდება აფთიაქები. ვესაუბრეთ გარე მომწოდებლებს და მათი მხრიდანაც რაიმე შეფერხება არ დაფიქსირებულა. გარკვეულ ბრენდებზე ველოდებით ახალ მარაგებს. ამ ეტაპზე დეფიციტურ პროდუქტებად რჩება მხოლოდ პირბადე და ხელის ანტიბაქტერიული გელი. ეს არ ეხება განყენებულად ჩვენ ქვეყანას. იცით, რომ ყველგან დეფიციტია, თუმცა ჩინეთმა განაახლა საწარმოო პროცესი და იმედს ვიტოვებთ უახლოეს მომავალში ამ პროდუქციის შევსებასაც შევძლებთ.

არასაჭირო და რადიკალურად გაზრდილი შესყიდვებით, პირიქით იქმნება ხელოვნური დეფიციტი და ამით მხოლოდ ის ადამიანები ზარალდებიან, ვისაც რეალურად, იმ მომენტისთვის ესაჭიროება ესა თუ ის პრეპარატი.

კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ რეცეპტული მედიკამენტები და განსაკუთრებით ანტიბიოტიკები არ მიიღება საკუთარი დანიშნულებით. კორონავირუსული ინფექცია იმართება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის მიერ და მათი მხრიდანვე ინიშნება ის სამკურნალო პრეპარატები, რაც პაციენტის გამოჯანმრთელებისთვისაა საჭირო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო