ბექა ნაცვლიშვილი - რა საკონსტიტუციო განხილვაზე ვლაპარაკობთ?! - თავს ვიტყუებთ, ვთქვათ, რომ თურმე, პროპორციული არჩევნები გადაარჩენს ამ ქვეყანას პანდემიისგან?

რა სკონსტიტუციო განხილვაზე ვლაპარაკობთ?! თუ თავს ვიტყუებთ, ვთქვათ, რომ თურმე, პროპორციული არჩევნები გადაარჩენს ამ ქვეყანას პანდემიისგან,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საკონტიტუციო განხილვების შესაძლო დისტანციური რეჟიმით გამართვის თაობაზე.

დეპუტატის თქმით, ახალი კორონავირუსის პრობლემა გლობალურია და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

„რა საკონსაკონსტიტუციო განხილვებზე და არჩევნებზე ვლაპარაკობთ?! ეს არის ძალიან დიდ პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ძალიან კარგად მუშაობს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ბევრი ქვეყნისთვის ასეთი პროფესიონალები სანატრელია. ვთქვათ, ჩვენი თავი დავიცვათ, მაგრამ ვხედავთ, რომ გლობალური მასშტაბით ვითარება იცვლება და პანდემიის პიკი ახლა კი არაა, ზაფხულშიც იქნება, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიფიქროთ სასურსათო უსაფრთხოებაზე, ეკონომიკა რომ თავზე არ ჩამოგვექცეს, მოვახდინოთ სტიმულირება და დავიცვათ ყველაზე დაუცველი ადამიანები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ არც სადეზინფექციო საშუალებეზე. ახლა სახელმწიფო რას უნდა აკეთებდეს იცით?! უნდა ახდენდეს იმ დარგების და კომპანიების სუბსიდირებას, რომლებსაც შეუძლიათ, პირბადეების წარმოება, რათა შემდეგში ჩვენ დეფიციტი არ შეგვექმნას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება, ასევე ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო საქართველოს პარლამენტის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლას, ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ძალიან კარგი იქნება დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა