პარლამენტის საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება

პარლამენტის საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებული პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. როგორც ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება.

„ცვლილებები დარეგისტრირდება ბიუროზე, მოთხოვნილია დაჩქარებული წესით ამ ცვლილებების განხილვა. მიზანი ამ დაჩქარების არის ის, რომ თუ რეგლამენტში არ არსებობს შესაბამისი ჩანაწერი, მაშინ შესაბამისი სამსახური ვერ უზრუნველყოფს, რომ დროზე მოხდეს აიტი ტექნოლოგიების ამ პროგრამების შემუშავება. აქედან გამომდინარე, დაჩქარებული წესით ჯერ მოხდება საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ამ საკითხის განხილვა და შემდგომ უკვე პირველი, მეორე და მესამე მოსმენით უნდა იქნეს მიღებული,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო