სერგი კაპანაძე ნინო ქადაგიძეზე - ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა ხუშტურს, რაც ხელისუფლებას გააჩნია, ბოლომდე მიიყვანს

ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა ხუშტურს, რაც ხელისუფლებას გააჩნია, ბოლომდე მიიყვანს, - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხის განხილვას. კაპანაძის თქმით, ნინო ქადაგიძე მოსამართლეთა „კლანის“ ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელია.

„დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ნინო ქადაგიძის მხარდაჭერა მოხდება, რაც არის კლანის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგნელის დანიშვნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ძალიან მარტივად შეეძლო ყველას ენახა ამ ქალბატონის გასაუბრება „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებთან კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან აშკარად აჩვენა თუ როგორ აყენებს ხელისუფლების ინტერესს საზოგადოების ინტერესზე წინ და როგორ მონაწილეობდა აქტიურად არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის კამპანიაში, ზოგადად ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა ხუშტურს, რაც ხელისუფლებას გააჩნია, ბოლომდე მიიყვანს.

მას შემდეგ რაც არჩევნებში ხელისუფლება დამარცხდება უზენაესი სასამართლო აღარ იქნება დაქვემდებარებული ხელისუფლებას და ის ძირითადი პრინციპები, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ სასამართლოსთან დაკავშირებით, სისრულეში იქნება მოყვანილი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო