სერგი კაპანაძე - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის გადადების აუცილებლობა არ არის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის გადადების აუცილებლობა არ არის.

მისი თქმით, აღნიშნული განხილვების ჩატარება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით.

„მე არ მგონია, რომ მიზანშეწონილი, საჭირო, ან აუცილებელია, რომ გადაიდოს საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები. საჯარო განხილვების ჩატარება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ჩართვების, ონლაინ შეხვედრების, ტელევიზიის, ტელეკონფერენციების გამოყენებით. ბუნებრივია, დღეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა და ამ განსაკუთრებულ მდგომარეობას, განსაკუთრებული ზომები სჭირდება, რომლის შესაძლებლობასაც იძლევა დღევანდელი ტექნილოგია. ამიტომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და საჭიროდ ამის გადადება“, - აცხადებს კაპანაძე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს