მამუკა მდინარაძე - არ გქონდეთ მოლოდინი, რომ კვირის ბოლოდან და მომავალი კვირიდან პარლამენტი გადაწყვეტილებებს მიიღებს დისტანციურად, ეს შეუძლებელია

არ გქონდეთ მოლოდინი, რომ კვირის ბოლოდან და მომავალი კვირიდან პარლამენტი გადაწყვეტილებებს მიიღებს დისტანციურად, ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯერ დისტანციურ რეჟიმში პარლამენტის საქმიანობის გადასვლაზე საუბარი არ არის. როგორც დეპუტატი განმარტავს, ჯერ საჭიროა სპეციალისტებმა „დააზღვიონ რისკები".

„არსებობს როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც დაჩქარებული წესით ერთ კვირაში ეს კანონპროექტი მიღებულ იქნას და დისტანციურ რეჟიმში გადავიდეთ, ეს გამორიცხულია. ჩვენ უბრალოდ, დავაზღვიეთ დრო, რომ თუ ტექნიკური საშუალებები იქნა, თუ შესაბამისი სპეციალისტები დადებენ დასკვნებს, რომ ეს რისკებს, მათ შორის, თუნდაც, ტექნიკურს გამორიცხავს, ამ შემთხვევაში შეიძლება ამაზე სერიოზულად საუბარი, თორემ დღეს ჩვენ ასე გადაჭრით და გადაწყვეტილად ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად, უმოკლეს დროში გადავალთ დისტანციურ გადაწყვეტილებებზე. ეს რომ მარტივი ყოფილიყო, თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა წინმსწრებად. მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც დავდეთ პროექტი, რომ თუ რისკების დაზღვევა შესაძლებელი იქნა, დროში დაგვესწრო და ყოფილიყო ინიცირებული,"- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა