საფრანგეთის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი - ყველა ფრანგმა საკუთარ თავს ყოველ დილით უნდა ჰკითხოს: როგორ შემიძლია გავრცელების თავიდან აცილება? დარჩით სახლში, ეს ძალიან მარტივია

საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება ძალიან დამაფიქრებელია და სწრაფად უარესდება, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა განაცხადა.

ჟერონ სალომონის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ სამ დღეში ორმაგდება.

„არსებობს საფრთხე, რომ გაზრდილმა მიმართვიანობამ საავადმყოფოებში ქაოსი გამოიწვიოს. ეს თავიდან უნდა ავირიდოთ. ყველა ფრანგმა საკუთარ თავს ყოველ დილით უნდა ჰკითხოს: როგორ შემიძლია გავრცელების თავიდან აცილება? დარჩით სახლში. ეს ძალიან მარტივია“,-განაცხადა სალომონმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში Worldometers-ის ინფორმაციით, კორონავირუსის 5423 შემთხვევაა აღრიცხული.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით