სერგი კაპანაძე - საპენსიო შენატანის 7-8 თვის განმავლობაში შეჩერებით, სახელმწიფო დაახლოებით 300 მილიონამდე ლარს დაზოგავს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საპენსიო შენატანების შეჩერება 300 მილიონ ლარს დაზოგავს, რაც ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებას და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ადამიანების ყოველდღიური საჭიროებებით დაკმაყოფილებას მოხმარდება.

„ამ ინიციატივის შედეგად, რომ საპენსიო შენატანი შეჩერებული იქნას შემდეგი 7-8 თვის განმავლობაში, სახელმწიფო დაახლოებით 300 მილიონამდე ლარს დაზოგავს. ამ თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით 83 მილიონი ლარი დარჩებათ დამსაქმებლებს, 100 მილიონ ლარზე მეტი დარჩებათ დასაქმებულებს, ხოლო ბიუჯეტს დარჩება 130 მილიონი ლარი. ეს არის ის თანხები, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს ადამიანების მიერ, მათი ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რაც მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური კრიზისი გვექნება ამ ყველაფრის ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება. ასევე, ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თანხები შეიძლება იყოს გამოყენებული სხვადასხვა საჭიროებებზე, იქნება ეს ჯანდაცვა თუ სხვა მიმართულებები,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველო“ მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს