ზურაბ აბაშიძე - საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ სამშობლოში დაბრუნების, არანაირი შეზღუდვები არ ექნებათ

„საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ სამშობლოში დაბრუნების, არანაირი შეზღუდვები არ ექნებათ“, - ამასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან რუსეთში, ან პირიქით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ სახმელეთო ან საჰაერო მარშრუტით დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით დავუკავშირდი გრიგორი კარასინს და განვიხილეთ საკითხი დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის, ორი ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. საუბრის დროს ითქვა, რომ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ სამშობლოში დაბრუნების, არანაირი შეზღუდვები არ ექნებათ. ანუ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან რუსეთში, ან პირიქით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, თუკი მათ სურვილი ექნებათ, შეეძლებათ, სახმელეთო ან საჰაერო მარშრუტით დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე განცხადებით, შეზღუდვები არ გავრცელდება სატვრითო გადაზიდვებზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს