არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, „ევროპული საქართველო" 17-20 მარტის პლენარულ სხდომებს არ დაესწრება

ფრაქცია „ევროპული საქართველო", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და „ევროპული საქართველო - რეგიონები" 17-20 მარტის პლენარულ სხდომებს არ დაესწრება.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფრაქციების მიმართვა წაიკითხა.

თალაკვაძის თქმით, პლენარულ სხდომაზე არ დაესწრება დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილიც.

ბიურომ ფრაქციებისა და ცალკეული დეპუტატების მიმართვა, ცნობად მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს" ფრაქციები და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო განხილვებს მას შემდეგ არ ესწრებიან, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, 2020 წელს არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე ჩატარებასთან დაკავშირებით ჩააგდო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო