მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვები დისტანციური რეჟიმით წარიმართოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვები დისტანციური რეჟიმით წარიმართოს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ერთის მხრივ ქვეყნის დღის წესრიგი რაც არის, ის აღსრულდეს, მეორეს მხრივ მოქალაქეების ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შეექმნას.

„დამერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვირუსთან დაკავშირებული დღევანდელი გამოწვევა არ გახდეს საკონსტიტუციო განხილვების შეფერხების მიზეზი. ამიტომ ვადებში, დაჩქარებულ რეჟიმში, რეგლამენტის მიხედვით, რაც კი შესაძლებელია ჩავატარებთ, მათ შორის, საყოველთაო სახალხო განხილვებსაც. ვეცდებით განხილვები ჩავატაროთ დისტანციური ფორმით. მოგეხსენებათ, რომ მინიმუმ ორ რეგიონში მაინც უნდა გაკეთდეს, ამიტომ ჩვენ მოვახერხებთ ისე, რომ სავარაუდოდ, ტელეხიდების ან სხვა საკომუნიკაციო წყაროების მეშვეობით საზოგადოებას მოვუყვეთ იმ ტექსტის და ცვლილების შესახებ, რაც შედის კონსტიტუციაში და ამ გზით დავაზღვიოთ, რომ არანაირი შეფერხება არ ჰქონდეს სახალხო განხილვებს. ჩვენ ამას მოვახერხებთ, არანაირი პრობლემა არ არის, ამაზე სანერვიულო არავის აქვს და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციების საშუალებას არავის მივცემთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ახალი კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა რამდენად დგას დღის წესრიგში, მდინარაძემ აღნიშნა, რომ თუკი ხელისუფლება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ნახავს, ამას არაფერი გააჩერებს, „იმიტომ, რომ ხელისუფლება მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზეა მოწოდებული“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა