მამუკა მდინარაძე - სავარაუდოდ, ხვალ, იურიდიული კომიტეტი ნინო ქადაგიძეს მოუსმენს - წინასწარ ვერ გეტყვით, დაუჭერს თუ არა პარლამენტი მას მხარს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სავარაუდოდ, 17 მარტს მოუსმენს. მისი განმარტებით, პარლამეტში შესაბამისი მსჯელობის შემდეგ გახდება ცნობილი, დაუჭერენ თუ არა ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარს იმისათვის, რომ ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს.

"დღეს შეიქმნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფი, როგორც ეს პროცედურით არის გათვალისწინებული. სავარაუდოდ, ხვალ მოუსმენს კომიტეტი ნინო ქადაგიძეს და ამის შედგეგ მიიღებს კომიტეტი გადაწყვეტილებას, ხოლო სხდომაზე განხილვის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტი. ჩვენ ადრე მოვუსმინეთ ნინო ქადაგიძეს და პარლამენტმა ჩათვალა, რომ ის აბსოლუტურად მისაღები კანდიდატურა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის. თუმცა, ახლა, ახალი გადაწყვეტილებაა მისაღები, პარლამენტი რამდენად ჩათვლის, რომ ის იმსახურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას. წინასწარ ამაზე მე მგონი, საუბარი არ შეიძლება. ჩვენს გუნდში ამასთან დაკავშირებით ზოგადად მსჯელობა, რა თქმა უნდა, გვქონდა, მაგრამ როდესაც იურიდიული კომიტეტი, კიდევ ერთხელ, დეტალურად მოუსმენს, ამის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი მსჯელობა და წინასწარ ვერ გეტყვით დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტი",- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის ნინო ქადაგიძის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო