პრემიერი - უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება  რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვასთან დაკავშირებით - სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა

მთავრობამ შესაძლოა, საქართველოში რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისი საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დააყენა.

„დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება კაფის, რესტორნის, ბარების დახურვასთან დაკავშირებით. სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა. ფინანსთა სამინისტრომ ამაზე უნდა იმუშაოს, რანაირად შგევიძლია ამ ეფექტის შერბილება. რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი განზომილებაა, რომლის მართვაც საბოლოო ჯამში, იმოქმედებს, ეფექტურად გავუმკლავდებით ჩვენ ამ გამოწვევას თუ არა. ეს არის 4 განზომილება: ჯანდაცვა, ეკონომიკა, ლოგისტიკა და მარაგების მართვა და საზოგადოებრივი წესრიგი“, - მიმართა პრემიერმა საბჭოს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება