თბილისის უფასო სასადილოებში დღეიდან მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა

დღეიდან დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ახალი წესის თანახმად, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებს და თვითიზოლაციაში მყოფ ბენეფიციარებს სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები საკვებს სახლში მიუტანენ.

მათივე ცნობით, მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და შესაბამისი ეკიპირებით ემსახურებიან.

„აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს, შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე (032 2 722222), განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული მომსახურება.

ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებულია სპეციალურად დატრენინგებულ მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; აკონტროლებენ შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; ბენეფიციარებს კი მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას აწვდიან“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს