იუსტიციის მინისტრი - ქართულ საპატიმროებში ვირუსის არც ერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებში და არც ჩვენს თანამშრომლებში დაფიქსირებული არ არის

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ე.წ. მიმღებ ციხეებში, მედპერსონალი გაიყვანეს ციხეების პერიმეტრს მიღმა, სადაც განათავსეს მედპუნქტები და იქ ხდება ახალი პატიმრების შემოწმება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პატიმარს საეჭვო სიმპტომები აღენიშნება, ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავთ.

"შაბათ-კვირისა და ბოლო დღეების განმავლობაში გაიშალა ფართომასშტაბიანი მუშაობა პენიტენციური სისტემის ფარგლებში და ჩვენ სამ მიმღებ დაწესებულებაში - ქალთა დაწესებულება, გლდანის N8 დაწესებულება და ქუთისის N2 დაწესებულება, რომლებიც ე.წ. მიმღები ციხეებია, ანუ არის დაწესებულებები, რომლებიც იღებენ ახალ შემოსასახლებელ პატიმრებს, ახალ დაკავებულებს, მედპერსონალი გავიყვანეთ ციხეების პერიმეტრის გარეთ და ამ ახალი პატიმრების შემოწმება ხდება ციხის შენობის გარეთ. დროებით, მედპუნქტები არის განთავსებული ციხეების შენობების გარეთ და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, ახალი პატიმარი არ შედის და არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში იმისთვის, რომ იქ მყოფი მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების შესაძლო ინფიცირება ავიცილოთ თავიდან. დღემდე, ამგვარი საეჭვო სიმპტომებით ახალ დაკავებული პიროვნება იყო 9, აქედან ყველა იქნა გარიდებული ციხის ტერიტორიას და მოთავსებული სამოქალაქო კლინიკებში. ყველა საეჭვო შემთხვევას უკვე ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და ეს ტესტი აღმოჩნდა უარყოფითი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ქართულ საპატიმროებში არც ერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებში და არც ჩვენს თანამშრომლებში დაფიქსირებული არ არის", - განაცხადა წულუკიანმა.

იხილეთ ვიდეო: მინისტრის ინფორმაციით, ქართულ საპატიმროებში ვირუსის არც ერთი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს