რომან გოცირიძე - საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, მაგრამ საერთო სახალხო განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ

საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ და კომისიის მუშაობაშიც მონაწილეობას მივიღებთ, რათა არ შეფერხდეს კონსტიტუციის ცვლილების პროცესი, მაგრამ მონაწილეობას არ მივიღებთ საერთო სახალხო განხილვებში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ოპოზიცია შეთანხმების ყველა ნაწილს ასრულებს.

„ჩვენ ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებს დაველოდებით, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების ყველა ნაწილის შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ჩვენ ამის შემდეგ დავბრუნდებით პარლამენტში და უკვე ამის შემდეგ მივიღებთ მონაწილეობას კონსტიტუციის განხილვაში. ჩვენ არაფერში ვუშლით ხელს, ეს პროცესი ჩვეულებრივი წესით და ფორმით გაგრძელდება და საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლობაში ჩვენი ერთი წარმომადგენელი იქნება", - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, კანონით გათვალისწინებულია, რომ განხილვები ერთი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

„ეს სავალდებულო არ არის ერთი თვის განმავლობაში გაიწელოს. დათქმული არ არის, თუ რამდენ დღეში უნდა დასრულდეს. მათ შორის, თუ იქნება გამოყენებული აუცილებელ შემთხვევაში დისტანციური ურთიერთობის ფორმები, რა თქმა უნდა, ესეც მისაღები იქნება იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიო იმყოფება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით", - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო