მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ  განხორციელდება

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 15 მარტის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ენერგოუმბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

„1962 წელს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ საჯარო გამოსვლის დროს დააფიქსირა, რომ ,,მომხმარებლები ეს არის უდიდესი ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც რეაგირებას ახდენს და რომელზედაც რეაგირებს ყოველი საზოგადოებრივი და კერძო ეკონომიკური გადაწყვეტილება. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ბირთვი, რომლის შეხედულებებიც ხშირად გაუთვალისწინებელი რჩება”. სწორედ ეს სიტყვები დაედო საფუძვლდად 1985 წელს 15 მარტს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2015 წლიდან ენერგოომბუდსმენის ინიციატივით აღინიშნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ენერგოომბუდსმენის სამსახურის უმთავრესი ამოცანა მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ცნობიერების ამაღლებაა, შესაბამისად, 15 მარტის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა