გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ვალეში წლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ვალეში წლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

"ვალეში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ ფუნქციონირებს. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი, რის გამოც, მოსახლეობის ძირითად ნაწილს სასმელი წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო 8 ჭაბურღილი და 19 კილომეტრამდე მაგისტრალური მილსადენი. გარდა ამისა, დაგეგმილია ორი რეზერვუარის მშენებლობა და წყლის სათავე ნაგებობის რეაბლიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის შემოდგომიდან, 3 500-მდე ადგილობრივი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული