„საქართველოს ბანკი“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუშაობის ახალ მოდელზე გადადის

„საქართველოს ბანკი“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის და თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების ხელშეწყობისთვის, ნახევრადდისტანციურ მუშაობის მოდელზე გადადის. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, „საქართველოს ბანკი“ ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და მთავრობის რეკომენდაციებს. ბანკის ცნობითვე, ნახევრადდისტანციურ მუშაობის მოდელზე გადავა „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისიც.

„როგორც ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ემსახურება 2,5 მილიონზე მეტ მომხმარებელს და დასაქმებული ყავს 8000 მდე ადამიანი, ვითვალისწინებთ ჩვენს პასუხისმგებლობას როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე მომხმარებლის წინაშე.

ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად უმნიშვნელოვანესია მაქსიმალურად შევამციროთ პირისპირი და არააუცილებელი ინტერაქციები. ამ მიზნით „საქართველოს ბანკის“ ბარათის მფლობელ ფიზიკურ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, ორი თვის განმავლობაში, დისტანციური არხებით - მობილბანკით და ინტერნეტბანკით ტრანზაქციები საკომისიოს გარეშე განახორციელონ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ბანკის ყველა ექსპრეს სერვისცენტრი (მეტროში განთავსებული და 24-საათიანი ფილიალების გარდა) გადავა თვითმომსახურების მოდელზე რაც ნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი იქნება სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები, რომელიც დღეში სამჯერ, სველი წესით მუშავდება. ასევე, მოხდება კადრების გადანაწილება SOLO-ს, საცალო და კორპორატიული მომსახურების მიმართულებით.

ნახევრადდისტანციური შრომის მოდელზე გადასვლა უკავშირდება ბიზნესის უწყვეტობის სამოქმედო გეგმას. იმისათვის რომ მომხმარებელმა სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლოს, ცხელი ხაზი 24 საათიან, გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს“,- ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა