გია ჟორჟოლიანი - ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ სუსტ და უპასუხისმგებლო ნეოლიბერალური სახელმწიფოს ვირუსსაც

ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ სუსტ და უპასუხისმგებლო ნეოლიბერალური სახელმწიფოს ვირუსსაც! - ამის შესახებ სოციალ-დემოკრატების ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ საჭიროა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღოს ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზე, განათლებაზე და არ დატოვოს ეს სფეროები ბაზარზე დამოკიდებული .

"განსაკუთრებული მადლობა მთლიან სამედიცინო კორპუსს, რომელიც ეფექტურად ახდენს ვირუსთან ბრძოლის კოორდინირებას და მოქალაქეების ინფორმირებას. არა მხოლოდ ეპიდემოლოგიური ვითარება, არამედ ეკონომიკური სტაბილიზაციაც დღეს დამოკიდებულია უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის საჯარო სამსახურზე, რომელსაც უნდა მიეცეს ფართო, განსაკუთრებული უფლებები. მთავრობამ უნდა გააკეთოს ის, რასაც იტყვის ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აუცილებელია პირდაპირი კომუნიკაცია და მოქმედება შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და არა პოლიტიკოსების და მედიის. მხოლოდ ეს უზრუნველყოფს დაბალ რისკიან ქცევას და დაგვიცავს პანიკისგან. აშკარაა, რომ ეპიდემოლოგიურის გარდა სამთავრობო ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას ყველასთვის, განსაკუთრებით მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი და დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის: აუცილებელი სურსათის და მედიკამენტების სრული ხელმისაწვდომობა (კრიზისული შტაბის შექმნა, ტალონების სისტემა ან სხვა) არსებულმა, მდგომარეობამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საჭიროა სახელმწიფოს როლის დაბრუნება! საჭიროა არა ინდივიდუალიზმზე, არამედ სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოეობის შენება. საჭიროა ნდობის აღდენა მოქალაქეებს და სახელმწიფოს შორის, რაც შეუძლებელია სრულფასოვნად მოხდეს ნეოლიბერალურ მცირე სახელმწიფოში, ისეთ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენია. საჭიროა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღოს ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზე, განათლებაზე და არ დატოვოს ეს სფეროები თავისუფალ ბაზარს მინდობილი. ამას ელოდება მოქალაქეთა 95%. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ სუსტ და უპასუხისმგებლო ნეოლიბერალური სახელმწიფოს ვირუსსაც!"- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს