მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პარლამენტის შენობაში მუშაობენ, დამატებითი რეკომენდაციები მისცეს

ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო, პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე უკვე გადასულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, სამსახურში მათ მხოლოდ საჭიროების შემთხევაში გამოიძახებენ.

პარლამენტში მუშაობის შესახებ დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ მედიის წარმომადგენლებს. უფრო კონკრეტულად კი, ჟურნალისტებისთვის შენობაში გამოიყო მხოლოდ ერთი ლოკაცია, სადაც დეპუტატები მედიისთვის გააკეთებენ განცხადებებს. ეს არის პარლამენტის ბიუროს ოთახის მიდებარე ტერიტორია, ხოლო, ხვალიდან კი, მედიისთვის სამუშაოდ სასესიო დარბაზის მიმდებარე ტერიტორია განისაზღვრება. უკვე განთავსდა ტრიბუნა იმისათვის, რომ რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის დისტანცია იყოს დაცული. გარდა ამისა, ჟურანლისტებს რეკომენდაცია მიეცათ,რომ არ დაესწრონ კომიტეტების სხდომებს და ისარგებლონ პარლამენტის პირდაპირი ეთერით, რომელიც პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით გადაიცემა.

გარდა ამისა, სესიის მიმდინარეობისას ჟურნალისტები არ დაიშვებიან სასესიო დარბაზის აივანზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირა სასისიო კვირაა. შესაბამისად, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ჩვეულ რეჟიმში შეიკრიბებიან.

პრესსასახურის ინფორმაციით, სასესიო კვირის განმავლობაშიც დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ახალი კორონავირუსის პრევენციისთვისაა გაცემული. პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის დეპუტატებს და აპარატის თანამშრომლებს ოფიციალურად გაეწიათ რეკომენდაცია,თუ რა პრევენციურლი ღინისძიებები უნდა გაატარონ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცული იქნას პარლამენტის უსაფრთხოდ მუშაობა.

ამასთან, პარლამენტის სასახლეში დღეს შესაბისმა სამსახურებმა დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს, შენობა სპეციალური საშუალებით დამუშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა